Skip links

გურიაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ღია კაფეების სერიების ფორმატში მოსახლეობას დათო ტურაშვილი შეხვდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, ღია კაფეების სერია გრძელდება!
 
2025 წლის 25 ივნისს, ღია კაფის ფორმატში ოზურგეთსა და ჩოხატაურში მცხოვრებმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრაში თემაზე: „ევროპა და საქართველო: ღირებულებების კავშირი“.
 
ღია კაფეების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, დიალოგისა და ჩართულობის წახალისება, რაც მათ სოციალურ და საცხოვრებელ პირობებზე დადებითად აისახება.

ღია კაფეების სერიები იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად.