გახდი ჩვენი გუნდის წევრი
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი არის აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც ახდენს სოფლის განვითარების სტრატეგიის იდენტიფიცირებასა და განხორციელებას
მწვანე გურია
პარტნიორები
ოზურგეთი (MAP)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გურიის მარეში მდებარეობს. მისი ფართობი 675 კმ²-ს შეადგენს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით – აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; აღმოსავლეთით – ჩოხატაურის, ხოლო ჩრდილოეთით – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შედის 4 დაბა და 24 სოფელი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი 59 900 ადამიანს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უნიკალური კურორტებით როგორც ზღვისპირეთზე, ასევე ალპურ ზონაში, რაც იძლევა შესაძლებლობას მუნიციპალიტეტმა ტურისტებს უმასპინძლოს როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. საქართველოში არსებული ოთხი სტატუსმინიჭებული სარეკრეაციო კურორტიდან ერთ-ერთი, ურეკი სწორედ ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ურეკის გარდა, მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთის კურორტებიდან მოქმედია შეკვეთილი და სამთო კურორტი გომის მთა.