Skip links

პროექტის შესახებ

მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის
ხანგრძლივობა:

8/12/2022 ‐ 8/12/2025

გეოგრაფიული დაფარვა:

ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი, გურია.

განმახორციელებელი:

CENN და პარტნიორი ორგანიზაციები – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)

დონორი:

ევროკავშირი – ენპარდ IV

Პროექტის შესახებ

პროექტი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებაში, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.

პროექტი ფოკუსირებულია სოფლის შესაძლებლობების დივერსიფიკაციის გზით ძლიერი, კლიმატისადმი მდგრადი და მწვანე თემების მშენებლობაზე, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების, მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო პროცესებში ჩართვით.

Პროექტის საქმიანობები

პროექტის საქმიანობები მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ლაგების შექმნასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (RBA) გამოყენებით; ადგილობრივი ეკონომიკის ‘გამწვანებასა’ და დივერსიფიკაციას ინოვაციური და სადემონსტრაციო პროექტების განხორციელებით; სამოქალაქო ჩართულობის პროცესების ხელშეწყობას და ქალების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების/საზოგადოების გაძლიერებას, რათა მათ დაიცვან თავიანთი უფლებები და მოახდინონ სხვადასხვა საკითხის ადვოკატირება მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხარისხიანი სახელმწიფო სერვისებისა და სამართლიანი და მდგრადი პოსტკოვიდური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.