Published in:
სიახლეები
სამუშაო შეხვედრები ლაგების მმართველი საბჭოების წარმომადგენლებთან ლაგების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით
ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მმართველი საბჭოს წარმომადგენლებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მთავარი ფოკუსი ლაგების შესაძლებლობების გაძლიერება და ამ პროცესში მათი როლის გამოკვეთა იყო. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ლაგების ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით რეგიონში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთო პრიორიტეტული მიმართულებაა.
სამუშაო პროცესის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივ განვითარების ჯგუფებს ხელი შეუწყონ სოციალური მეწარმეობის განვითარებას გურიის რეგიონში და გააძლიერონ საკუთარი როლი გარემოსდაცვითი თუ სოციალური ინოვაციების მხარდაჭერაში.
ლაგების აქტიური მონაწილეობა უზრუნველყოფს დაგეგმილი აქტივობების მაქსიმალურ მორგებას ადგილობრივ საჭიროებებზე, რაც საბოლოო ჯამში რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის LAG.
