Skip links

ევროკავშირის მხარდაჭერით, ლაგების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (ლაგების) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალშექმნილი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლები შეხვდნენ ქედის ლაგის წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ გამოცდილებას ლაგის შექმნის, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და საქმიანობის შესახებ; ხოლო GALAG-ის თავმჯდომარემ, ნინო ტიკურიშვილმა მიაწოდა მათ ინფორმაცია GALAG-ის შესახებ.

სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ლაგებს შორის გამოცდილების გაზიარება, მოსაზრებების გაცვლა და შესაძლო თანამშრომლობის განხილვა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიზნეს პროექტები შატო ივერი“Facebook Page; კერკი“ – ჩირის საწარმო – Facebook Page; კაი ფრი“Facebook Page; „Hill Inn“Facebook Page; ზიპლაინიFacebook Page მოინახულეს.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ENPARD 4 პროგრამის ფარგლებში, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა (IRC) და CENN-ის პროექტის მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა.