Skip links

გურიის რეგიონის 100-ზე მეტი წარმომადგენელი სოფლის განვითარების ევროპულ LEADER მიდგომას გაეცნო

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ – ფარგლებში, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის განვითარების LEADER მიდგომა გააცნო.

ტრენინგს – „სოფლის განვითარება ევროპული LEADER მიდგომით“ , რომელიც 6 დღის განმავლობაში ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ტარდებოდა, 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დაესწრო.   სოფლის განვითარების ევროპული LEADER მიდგომების გაცნობასთან ერთად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ აემაღლებინათ ცნობიერება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავების მიზნით.

პროექტიმწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვისხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.