Skip links

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ღია კაფეები გურიაში წარმატებით დასრულდა!

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ღია კაფეების ფორმატის შეხვედრების სერია გურიის რეგიონში წარმატებით დასრულდა. შეხვედრებმა ღია დიალოგისა და ცოდნის გაზიარების ფორმატში გააერთიანა სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ახალგაზრდები და ქალები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებიდან.
 
ღია კაფეების ფორმატში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ და ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:
 
🔹 სურსათის უვნებლობა
🔹 რეპროდუქციული და მენტალური ჯანმრთელობა
🔹 კლიმატის ცვლილება და კლიმატგონივრული გადაწყვეტილებები
🔹 მწვანე მეწარმეობა და სტარტაპეკოსისტემა გურიაში
🔹 ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა სკოლაში თემის ჩართულობით
🔹 ხელოვნური ინტელექტი და მეცნიერება
🔹 პროფესიული და კარიერული ორიენტაცია
🔹 ფინანსური მართვა და საგადასახადო
🔹 სკოლა და ოჯახი, განათლება 21-ე საუკუნეში
🔹 მეღვინეობა
🔹 პირველადი სამედიცინო დახმარება
🔹 საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
🔹 მშობლებთან ურთიერთობის სტრატეგიები
🔹 კულტურული ღონისძიებები
 
შეხვედრებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და რეალური მაგალითები.
 
მადლობას ვუხდით ყველა ექსპერტს, მონაწილესა და პარტნიორს ჩართულობისა და საინტერესო დიალოგებისთვის.

„ღია კაფეები“ იმართებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, რომელსაც CENN პარტნიორებთან — ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად ახორციელებს