სამუშაო შეხვედრა გურიის სკოლების მასწავლებლებისთვის
ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით გურიის კოლეჯების მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას, რომელსაც გურიის სამივე მუნიციპალიტეტის – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის კოლეჯების 70-მდე მასწავლებელი დაესწრო, პროფესიულმა კოლეჯი ”ჰორიზონტი”-მა უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მწვანე მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კოლეჯების მასწავლებლების სამუშაო შეხვედრაზე განხილეს შემდეგი თემები:
ბიზნესი და მეწარმეობა
მწვანე მეწარმეობა და ტრადიციული ბიზნესი
მწვანე მეწარმეობის წარმატებული მაგალითები საქართველოში
მწვანე მეწარმეობის სწავლება პროფესიულ სასწავლებლებში