ქეთევან წილოსანი – “გლემპინგ ჯუნმერე”
გურიის უნიკალური ბუნება და მდიდარი რესურსები აქცევს რეგიონს ტურიზმისთვის მიმზიდველ ადგილად. სწორედ ამ პოტენციალზე დაყრდნობით, ქეთევან წილოსანმა „მწვანე გურია“ პროექტის ფარგლებში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე შექმნა გლემფინგისა და კემპინგის სივრცე, სადაც დამსვენებლებს ბუნებასთან სიახლოვეს სთავაზობს. ლოკაცია გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტებზე, განსაკუთრებით ეკო, აგრო და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებზე.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი გლემფი, რომელიც ეკოლოგიური მასალისგანაა დამზადებული და გაფორმებულია ადგილობრივი ტრადიციული დეტალებით. თითოეულ მათგანს აქვს გარე ფინური ჯაკუზი, მცირე სამზარეულო, სველი წერტილი, ვერანდა და განთავსების შესაძლებლობა 4 პერსონაზე. გარდა ამისა, სივრცეში მოწყობილია საკარვე ზონა, რომელიც იდეალურია პიკნიკის მოსაწყობად, ასევე უზრუნველყოფილია პარკინგი და ტურისტული კარვების გასაშლელი ადგილი.
პროქტის ფარგლებში შეიქმნა მულტიფუნქციური ტურისტული ლოკაცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იღებს სტუმრებს. გლემფინგისა და კემპინგის სივრცე ხელს უწყობს გურიის ცნობადობის გზარდას და ამავდროულად ზრდის რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ტურიზმის სექტორში.
- ბენეფიციარი – ქეთევან წილოსანი
- სექტორი – ტურიზმის განვითარება
- ადგილმდებარეობა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჯუნმერე, ალექსანდრე ბარამიძის N2
- პროექტის ბიუჯეტი – 138,678 ლარი
- ევროკავშირის დაფინანსება – 98,390 ლარი
- თანადაფინანსება – 40,288 ლარი
- დასაქმებულთა რიცხვი – 5 ადამიანი
