Skip links

„კოტეჯი ტბასთან“

Loading

მდგრადი განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული მაგალითია ნათია ტრაპაიძის „კოტეჯი ტბასთან“, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარეობს. ევროკავშირის მხარდაჭერით აშენებული სივრცე სრულად არის ნაგები ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო გარე განათების სისტემა მზის ენერგიაზე მუშაობს. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა მისი სრული ადაპტაცია შშმ პირებზე, რაც რეგიონში ეკო-ტურიზმის ხელმისაწვდომობის ძალიან საჭირო სტანდარტს ამკვიდრებს.