Skip links

არკადი შეწირული – ჩაის სახლი “ტაბა”

სოფელი მელექედური

გურია გემრიელი და არომატული ჩაის წარმოებით გამოირჩევა. ბრენდი “ტაბა” კი, რომელიც უკვე 8 წელია აქტიურად აღადგენს 1933 წელს გაშენებულ ისტორიულ პლანტაციებს სოფელ მელექედურსა და მის გარშემო, ამ ტრადიციას აცოცხლებს.

პროექტ “მწვანე გურია”-ს ფარგლებში, ბრენდმა “ტაბამ” შექმნა ჩაის სადეგუსტაციო სახლი, რათა ვიზიტორებს ჩაის უნიკალური სამყარო გააცნოს. ეს სივრცე საშუალებას აძლევს სტუმრებს, ტურის ფარგლებში დაგეგმონ ვიზიტი პლანტაციებში, სადაც მათ შეუძლიათ დააკვირდნენ ჩაის მოყვანისა და კრეფის პროცესს. ტურის მონაწილეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოინახულონ საწარმო, სადაც “ტაბას” 7 დასახელების ჩაი იწარმოება. ბრენდის პროდუქცია წარმატებით იყიდება როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

პროექტის შედეგად, შეიქმნა ახალი ტურისტული მიმართულება. სადეგუსტაციო სივრცე ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციას და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. 

  • ბენეფიციარი – არკადი შეწირული
  • სექტორი – ტურიზმის განვითარება
  • ადგილმდებარეობა – ოზურგეთი, სოფელი მელექედური
  • პროექტის ბიუჯეტი – 58 600 ლარი
  • ევროკავშირის დაფინანსება – 46 880 ლარი
  • თანადაფინანსება – 11 720 ლარი
  • დასაქმებულთა რიცხვი – 3 ადამიანი