Skip links

ინგა დუმბაძე – “ნიკო მამასახლისის მამული”

სოფელი ბაღდადი

ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში არსებული „ნიკო მამასახლისის მამული“ არის ადგილი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის და ქმნის უნიკალურ სივრცეს დასვენებისთვის. 

პროექტის, „მწვანე გურია“ ფარგლებში, ძირითადი აქცენტი გარე სივრცეების მოწყობასა და სასტუმროს ინვენტარის განახლებაზე გაკეთდა. შეიქმნა სტუმარზე მორგებული, მრავალფუნქციური გარემო. მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ზონა: თამაშის, შემეცნების, მუშაობის, კვებისა და გართობისთვის. ყველა სივრცის დიზაინი, მათ შორის ფერების შერჩევა, ეკო-გარემოს კონცეფციას მოერგო, რათა სტუმრებს ურბანული ცხოვრებისგან სრულად დისტანცირების შეგრძნება ჰქონდეთ. 

პროექტის განხორციელების შედეგად, მოეწყო სპორტული ზონა ტენისის მაგიდით, საბავშვო ზონა ეკო-მასალისგან დამზადებული სათამაშოებითა და კარკასული საცურაო აუზი. ასევე შეიქმნა მოსასვენებელი ფანჩატური, რომელიც სამმაგი დანიშნულების იქნება. ამასთან, მოეწყო ხელმოწერის ცერემონიის სივრცე და საღონისძიებო ხის კონსტრუქციები. ახალი ინფრასტრუქტურის წყალობით, მამულის გარე სივრცეები თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს (საცურაო აუზის გარდა), რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. 

  • ბენეფიციარი – ინგა დუმბაძე
  • სექტორი – ტურიზმის განვითარება
  • ადგილმდებარეობა – ოზურგეთი, სოფელი ბაღდადი
  • პროექტის ბიუჯეტი – 25 280 ლარი
  • ევროკავშირის დაფინანსება – 18 950 ლარი
  • თანადაფინანსება – 6 330 ლარი
  • დასაქმებულთა რიცხვი – 3 ადამიანი