Skip links

ქეთევან გოგუაძე – “აპისახლი”

სოფელი ნატანები

ბუნებასთან კავშირი და ტრადიციული გამაჯანსაღებელი მეთოდები სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე სამყაროში. სწორედ ამ იდეით შეიქმნა უნიკალური პროექტი აპისახლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ქეთევან გოგუაძის, მიზანია არა მხოლოდ გამაჯანსაღებელი პროცედურების შეთავაზება, არამედ ადამიანების ბუნებასთან და, კონკრეტულად, ფუტკრებთან დაახლოება.

“მწვანე გურია” პროექტის ფარგლებში, შეიქმნა აპისახლი – ხის ნაგებობა, რომლის ქვედა ნაწილში ფუტკრის სკებია განლაგებული. ფუტკრების აქტივობის შედეგად წარმოქმნილი ოზონირებული ჰაერი და ვიბრაცია სპეციალური მილით მიეწოდება ზედა სივრცეს. ამ ჰაერის ინჰალაციას გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს, რაც ეფექტურია სასუნთქი გზების, ალერგიის, ქრონიკული თავის ტკივილისა და დეპრესიის სამკურნალოდ. გარდა აპითერაპიისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, გაისეირნონ ხეხილის ბაღში, დააგემოვნონ ადგილობრივი თაფლი და ჩაი. 

პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და დივერსიფიცირებას. აპისახლი არა მხოლოდ გამაჯანსაღებელ სერვისს სთავაზობს ვიზიტორებს, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს – ტარდება ვორქშოფები ფუტკრების მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.

  • ბენეფიციარი – ქეთევან გოგუაძე
  • სექტორი – ტურიზმის განვითარება
  • ადგილმდებარეობა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები, 43-ე ქუჩა, ნომერი 34.
  • პროექტის ბიუჯეტი – 23 412 ლარი
  • ევროკავშირის დაფინანსება – 17 500 ლარი
  • თანადაფინანსება – 6 912 ლარი
  • დასაქმებულთა რიცხვი – 1 ადამიანი