Skip links

სამუშაო შეხვედრა გურიის სკოლების მასწავლებლებისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით გურიის კოლეჯების მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
სამუშაო შეხვედრას, რომელსაც გურიის სამივე მუნიციპალიტეტის – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის კოლეჯების 70-მდე მასწავლებელი დაესწრო, პროფესიულმა კოლეჯი ”ჰორიზონტი”-მა უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მწვანე მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
 
კოლეჯების მასწავლებლების სამუშაო შეხვედრაზე განხილეს შემდეგი თემები:
🔷 ბიზნესი და მეწარმეობა
🔷 მწვანე მეწარმეობა და ტრადიციული ბიზნესი
🔷 მწვანე მეწარმეობის წარმატებული მაგალითები საქართველოში
🔷 მწვანე მეწარმეობის სწავლება პროფესიულ სასწავლებლებში

სამუშო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი “Young Pedagogues’ Union”თან, Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტითან და Keda Leader • ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – LAGთან ერთად.