
ორგანიზაციული ტრენინგები LAG-ის წევრებისათვის
CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის – ფარგლებში გურიის რეგიონის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრებს გიწვევთ ორგანიზაციულ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგების მიზანია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ორგანიზაციული განვითარება და მხარდაჭერა. ტრენინგების ციკლი მოიცავს სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური მმართველობის; კერძო და საჯარო თანამშრომლობის; მოპალარაკების უნარებისა და ფასილიტაციის; საზოგადოებასთან ურთიერთობის; ადვოკატირებისა და ლობირების; გრანტის მართვის, ფონდების მოძიებისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებს.
ტრენინგები ჩატარდება ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
ტრენინგებზე დარეგისტრირება შეუძლიათ LAG-ების წევრებს. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა 23 ოქტომბრის ჩათვლით:
სარეგისტრაციო ბმული ოზურგეთის LAG-ის წევრებისთვის https://forms.gle/Mopf73oyfPwDpqJu8
სარეგისტრაციო ბმული ჩოხატაურის LAG-ის წევრებისთვის
https://forms.gle/c8Qzh1E3x9khMTvi8
სარეგისტრაციო ბმული ლანჩხუთის LAG-ის წევრებისთვის
https://forms.gle/V65RcrADaCJz2rVc8
მონაწილეობის მსურველებს ტრენინგების ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირების შემდეგ, უახლოეს დღეებში მიეწოდებათ.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.