ოზურგეთში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებმა მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარეები აირჩიეს
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და მისი ორი თანათავმჯდომარე აირჩიეს.
ოზურგეთის მმართველ საბჭოს ერთი თავმჯდომარე და ორი თანათავმჯდომარე ჰყავს, რომლებიც საბჭოს წევრების მიერ კენჭისყრის გზით შეირჩნენ. ოზურგეთის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კოკა კიღურაძე გახდა, მისი თანათავმჯდომარეები კი მარიკა ჩხიკვიშვილი და სოფიო ვასაძე იქნებიან.
ოზურგეთის LAG-ს მმართველი საბჭოს 16 წევრი ჰყავს, ესენი არიან:
- კოკა კიღურაძე (თავმჯდომარე)
- სოფიო ვასაძე (თანათავმჯდომარე)
- მარიკა ჩხიკვიშვილი (თანათავმჯდომარე)
- ლანა ქავთარაძე
- ნანა მელაშვილი
- ნანა გოგუაძე
- გიორგი ღურჯუმელიძე
- თამარ კვირკველია
- მაია ჩავლეიშვილი
- გიორგი ხიდიბეგიშვილი
- გიორგი დარჩია
- გიორგი მეხუზლა
- ლია მეგრელაძე
- დავით ასათიანი
- დავით თენეიშვილი
- გიორგი ასათიანი
ოზურგეთის LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები უახლოეს მომავალში დაიწყებენ აქტიურ მუშაობას სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და LAG-ის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით, სხვადასხვა ორგანიზაციული და თემატური ტრენინგების საშუალებით.
შეგახსნეებთ, რომ პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.