Skip links

ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩუთის LAG-ების წევრებმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყეს

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების წევრები ადგილობრივი განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას იწყებენ.

გურიის LAG-ის წევრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე. განვითარების სტრატეგიის შემუშავების პირველ სამუშო შეხვედრაზე LAG-ის წევრების მიერ პრიორიტეტულ თემად სოფლის მეურნეობა და მისი დარგების განვითარების პერსპექტივები განისაზღვრა. სამუშაო შეხვედრაზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტის LAG-ის წევრებმა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ იმსჯელეს და თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა SWOT ანალიზიც.

პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.