Skip links

ვერა აფხაზავა – “ვერას სათბური”

ახალსოფელი

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტებზე სულ უფრო მეტად იზრდება, რაც ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შანსს გააფართოვონ საქმიანობა და შექმნან ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქცია.

ვერა აფხაზავა 28 წელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ბაღჩეულ კულტურებს აწარმოებს და ქოთნებში ბოსტნეულის ნერგები გამოჰყავს. „მწვანე გურია“ პროექტის ფარგლებში მას საშუალება მიეცა სათბურის ტერიტორია გაეფართოვებინა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჯანსაღი პროდუქციის რაოდენობასა და დივერსიფიკაციას. სათბური მოწყობილია საკარმიდამო ტერიტორიაზე და მისი მთავარი უპირატესობა ბიოსასუქის გამოყენებაა, რომელიც ადგილზევე მზადდება მსხვილფეხა პირუტყვის მეშვეობით. შედეგად იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელშიც ნიტრატების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

პროექტის შედეგად შესაძლებელი გახდა პომიდვრის მოყვანა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სეზონის მიხედვით წარმოების მოცულობა 150 კგ-დან 800 კგ-მდე იზრდება. ბიოსასუქის გამოყენება უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას, რომელიც არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

  • ბენეფიციარი – ვერა აფხაზავა
  • სექტორი – სოფლის მეურნეობა
  • ადგილმდებარეობა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფელი, სუფსის ადმ, ერთეული
  • პროექტის ბიუჯეტი – 21564,15 ლარი
  • ევროკავშირის დაფინანსება – 16984,15 ლარი
  • თანადაფინანსება – 4580 ლარი
  • დასაქმებულთა რიცხვი – 5 ადამიანი