Skip links

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN-მა გურიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშავა

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ – ფარგლებში, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავა გურიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

გურიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგიის მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და გურიის, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია.

გურიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

პროექტის შესახებ

პროქტი „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ საქართველოს რეგიონის, გურიის სამ მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოტახაურსა და ლანჩხუთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2023 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.