
გურიის ლაგების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მომდევნო სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში ლაგებმა წარადგინეს მომდევნო ერთი წლის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, განიხილეს ერთობლივი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები და დაიგეგმეს წლიური შემაჯამებელი შეხვედრების ორგანიზების საკითხები თითოეულ მუნიციპალიტეტში. დამატებით, განხილული იყო ლაგების წევრთა გაფართოების საკითხი და გაწერილი იქნა შესაბამისი ნაბიჯები ჯგუფების გაძლიერებისა და ჩართულობის ზრდის მიმართულებით.
საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატს, რომლის მიზანია ადგილობრივ ჯგუფებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.