Skip links

გლემფინგ ჯუნმერე

Loading

თანამედროვე ეკო-ტურიზმის ახალ ტენდენციებს პასუხობს ქეთევან წილოსანის პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუნმერეში. „გლემფინგ ჯუნმერე“ ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ორ ეკოლოგიურ გლემფინგ-გუმბათს აერთიანებს. თითოეული მათგანი აღჭურვილია ინდივიდუალური ფინური ჯაკუზითა და ტერასით, ინტერიერში კი გამოყენებულია ტრადიციული ადგილობრივი დეტალები, რაც გარემოსთან მაქსიმალური სიახლოვისა და კომფორტის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. საოჯახო ნაკვეთზე მოწყობილი ეს ინოვაციური დასასვენებელი სივრცე, ასევე მოიცავს კემპინგის ზონასა და საპიკნიკე ადგილებს, რაც ხელს უწყობს გურიის ცნობადობის გავრცელებასა და რეგიონის ეკონომიკური აქტივობის ზრდას.