Skip links

Mavra Tsertsvadze – Wine Cellar “Armunji”

სოფელი გორაბერეჟოული

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორაბერეჟოული, გურიის ღვინის ტრადიციების უნიკალური კერაა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ აგებული მარანი “არმუნჯი” ოჯახის ისტორიას, წინაპრების ღვინის სიყვარულსა და ღვინის დაყენების ტრადიციას ინახავს. დროთა განმავლობაში ეს კულტურული მემკვიდრეობა დავიწყებას მიეცა, თუმცა მავრა ცერცვაძემ ძველი მარანის აღდგენა გადაწყვიტა. სწორედ ამ ხედვით დაიბადა “Armunji Wine Cellar.”

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 100 წლოვანი „არმუნჯის“ მარნის რესტავრაცია, მოეწყო გურული ღვინის დეგუსტაციის სივრცე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ უნიკალური ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინო. ასევე მოეწყო კულინარიული და ხალხური რეწვის მასტერკლასები, ბიოპროდუქტების შეთავაზება, ქართული ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გაცნობა.

“მწვანე გურია” პროექტის განხორციელების შედეგად „არმუნჯის“ მარანი იქცა ახალ ტურისტულ ლოკაციად, რომელიც ავთენტურ გარემოში აერთიანებს ღვინის, კულტურისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის პოპულარიზაციას. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდა ადგილობრივი თემის შემოსავალი და გაძლიერდა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი. 

  • ბენეფიციარი – მავრა ცერცვაძე
  • სექტორი – სოფლის მეურნეობა
  • ადგილმდებარეობა – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორაბერეჟოული
  • პროექტის ბიუჯეტი – 24 932 ლარი
  • ევროკავშირის დაფინანსება – 18 699 ლარი
  • თანადაფინანსება -6 233 ლარი