ნოდოს მარანი
ქვევრის ღვინის კულტურის შენარჩუნებიდან — პოპულარიზაციამდე
მარანი, სადაც ქვევრისა და ევროპული სტილის ღვინო ერთმანეთს ხვდება — გასინჯეთ ჩვენი ღვინო და ეზიარეთ გურიის სტუმართმოყვარეობას.

ტურის ხანგრძლივობა

2 საათი

თათიას და ნოდოს მარანი ქართული ქვევრის ღვინის კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის იდეითაა შთაგონებული. აქ სტუმარი არა მხოლოდ ღვინის არომატს ეზიარება, არამედ გურიის ისტორიისა და სტუმართმოყვარეობის ნაწილად იქცა.
პროექტ „მწვანე გურიის“ ფარგლებში განხორციელდა ღვინის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოება, რისთვისაც შეძენილ იქნა თანამედროვე დანადგარები, მათ შორის ღვინის შესანახი ავზები, ჩილერი და მუხის კასრები. ამ აღჭურვილობის დახმარებით შესაძლებელი გახდა როგორც ტრადიციული ქვევრის, ისე ევროპული სტილის ღვინოების წარმოება. გარდა ამისა, მოეწყო ღვინის მცირე ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის მუდმივ კონტროლს. მარნის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის სპეციალური სივრცე გამოიყო. პროექტის შედეგად, ღვინის წარმოება გაფართოვდა და მისი ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც ხელს უწყობს გურული ღვინის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
თანამედროვე აღჭურვილობის დახმარებით მარანმა შეძლო ერთდროულად აწარმოოს როგორც ტრადიციული ქვევრის, ისე ევროპული სტილის თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოები.
პროექტის შედეგად ღვინის წარმოება გაფართოვდა და მისი ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მცირე ღვინის ლაბორატორია საშუალებას აძლევს მარანს მუდმივად აკონტროლოს ხარისხი — ისე, რომ სტუმარმა ყოველთვის ერთგვაროვანი, ავთენტური გემო იგრძნოს.
„ნოდოს მარანი“ ხელს უწყობს გურული ღვინის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე — და ეს გზა უკვე აღიარებითაც დასტურდება.

მოგვძებნეთ მობილურით

დაასკანერე მობილური ტელეფონის კამერით QR კოდი და მიიღე ლოკაცია

პრაქტიკული ინფორმაცია

სამუშაო დღეები

ორშაბათი-შაბათი, დასვენების დღე კვირა

სამუშაო საათები

10.00-22.00

ენები

ქართული, ინგლისური

გადახდა

ნაღდი ანგარიშსწორება, გადარიცხვა

საუკეთესო სეზონი

ყველა სეზონი

სტუმართა რაოდენობა

10

დამატებითი სერვისები

მასტერკლასი სადეგუსტაციო სივრცეში.

პროდუქტები და სერვისები

ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ოზურგეთის LAG. ვებსაიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ოფიციალურ შეხედულებებს.

© 2026 ოზურგეთის ტურისტული გზამკვლევი