![]()
გურიაში ჩაის განსაკუთრებული ისტორია აქვს, „ტაბაში“ კი ეს ისტორია უკვე მესამე თაობაა გრძელდება. ოჯახური წარმოება თითქმის საუკუნოვან ჩაის პლანტაციას უვლის და ქართული ჩაის დამზადების ტრადიციულ ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.
„ტაბას“ ჩაის ბაღები ოზურგეთში, გომის მთის მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. სუბტროპიკული კლიმატი, ნოტიო ჰაერი და ნაყოფიერი ნიადაგი ჩაის მოსაყვანად ბუნებრივად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. პლანტაციებში ჩაი ბუნებრივი მეთოდებით, სინთეზური პესტიციდებისა და ქიმიური დანამატების გარეშე მოჰყავთ, ფოთლებს კი ხელით კრეფენ და ამუშავებენ.
„ტაბა“ სტუმრებს საშუალებას აძლევს თავად გაიცნონ გზა ჩაის ბუჩქიდან ფინჯნამდე, გაისეირნონ ძველ პლანტაციებში, ნახონ წარმოების პროცესი, გაეცნონ ჩაის ფოთლის ხელით კრეფისა და დამუშავების მეთოდებს და სხვადასხვა სახეობის ქართული ჩაი დააგემოვნონ.
„ტაბას“ ექსკლუზიური ჩაის ტური სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, ახლოდან გაიცნონ ჩაის მოყვანისა და წარმოების პროცესი და თავად გახდნენ ამ გამოცდილების ნაწილი.
ტური მოიცავს:
- ჩაის ბაღის დათვალიერებას გიდის თანხლებით – გაეცნობით ჩაის კულტურას, პლანტაციის ისტორიასა და მოვლის პროცესს
- ჩაის ქარხნის დათვალიერება – ნახავთ, როგორ გადის ჩაის ფოთოლი გზას კრეფიდან საბოლოო პროდუქტამდე
- ჩაის დეგუსტაციას ექსპერტ ჩაის ოსტატთან ერთად – დააგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ჩაის და აღმოაჩენთ მათ განსხვავებულ არომატებსა და გემოს
ეს არის გამოცდილება მათთვის, ვისაც სურს ჩაი არა მხოლოდ დააგემოვნოს, არამედ გაიცნოს მისი ისტორია, შექმნის პროცესი და კულტურა.



