ჩანიტი
გურული ჩაის კომპანია, რომელიც ითვალისწინებს საუკუნოვან გამოცდილებას
ქართული ჩაი, შექმნილი გურიაში, ხარისხისა და ტრადიციის საფუძველზე

ლოკაცია

ოზურგეთი, სოფელი გაღმა დვაბზუ

ტურის ხანგრძლივობა

Loading

„ჩანიტი“ ქართული ჩაის ბრენდია, რომელიც საქართველოს ჩაის კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე წარმოების სტანდარტებსა და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას აერთიანებს.

ბრენდი 2021 წელს გურიაში, სოფელ დვაბზუში დაარსდა. მისი საქმიანობის საფუძველს გურიის უნიკალურ ბუნებრივ პირობებში მოყვანილი ჩაის ფოთლის შერჩევა, გადამუშავება და მაღალი ხარისხის მზა პროდუქტის შექმნა წარმოადგენს.

„ჩანიტის“ საწარმო აღჭურვილია ჩაის გადამუშავებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით, რაც წარმოების ძირითადი ეტაპების კონტროლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს ნედლეულის მიღებიდან და პირველადი დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის შეფუთვამდე.

მოგვძებნეთ მობილურით

დაასკანერე მობილური ტელეფონის კამერით QR კოდი და მიიღე ლოკაცია

პრაქტიკული ინფორმაცია

სამუშაო დღეები

მთელი კვირა

სამუშაო საათები

00.00-24.00

ენები

ქართული, ინგლისური, რუსული

გადახდა

ნაღდი ანგარიშსწორება, გადარიცხვა, ბარათით გადახდა

დამატებითი სერვისები

პროდუქტები და სერვისები

ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ოზურგეთის LAG. ვებსაიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ოფიციალურ შეხედულებებს.

© 2026 ოზურგეთის ტურისტული გზამკვლევი