![]()
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, მთისა და მდინარის სიახლოვეს შექმნილი „ბაბიტოული“ ბუნებასთან დაბრუნების იდეით გაჩნდა.
„ბაბიტოულის“ განსაკუთრებულობას მისი მდებარეობაც განსაზღვრავს – მთის სიმშვიდე და მდინარის ენერგია სივრცის კონცეფციის მთავარი შთაგონებაა. სწორედ ამ ორი ბუნებრივი ელემენტის გარშემო შეიქმნა გარემო, რომელიც აერთიანებს როგორც მშვიდი და ინდივიდუალური დასვენების, ისე მეგობრებთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობას. ეზოში მოწყობილია საბავშვო, გასართობი და სამედიტაციო სივრცეები.
„ბაბიტოულის“ მთავარი პრინციპია ბალანსის დაცვა ადამიანსა და ბუნებას შორის, სტუმრისთვის კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნა ისე, რომ სივრცის განვითარება გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპებს ეფუძნებოდეს.



