![]()
„ჩანიტი“ ქართული ჩაის ბრენდია, რომელიც საქართველოს ჩაის კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე წარმოების სტანდარტებსა და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას აერთიანებს.
ბრენდი 2021 წელს გურიაში, სოფელ დვაბზუში დაარსდა. მისი საქმიანობის საფუძველს გურიის უნიკალურ ბუნებრივ პირობებში მოყვანილი ჩაის ფოთლის შერჩევა, გადამუშავება და მაღალი ხარისხის მზა პროდუქტის შექმნა წარმოადგენს.
„ჩანიტის“ საწარმო აღჭურვილია ჩაის გადამუშავებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით, რაც წარმოების ძირითადი ეტაპების კონტროლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს ნედლეულის მიღებიდან და პირველადი დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის შეფუთვამდე.



