კომლი
ჩაის მუზეუმი ეკოსახლში
„კომლი“ გურული სიტყვაა და სოფლად მცხოვრებ ოჯახს ნიშნავს. ბრენდი 2019 წელს შეიქმნა სურვილით, გურიის ერთ პატარა სოფელში გაცოცხლებულიყო წინაპრების სახლი.

ტურის ხანგრძლივობა

24 საათი

Loading

„კომლი“ გურული სიტყვაა და სოფლად მცხოვრებ ოჯახს ნიშნავს. ბრენდი 2019 წელს შეიქმნა სურვილით, გურიის ერთ პატარა სოფელში გაცოცხლებულიყო წინაპრების სახლი, შენარჩუნებულიყო მრავალსაუკუნოვანი ცოდნა, ტრადიციები და ის ცხოვრების წესი, რომელიც თანამედროვე სამყაროში თანდათან ქრება.
დღეს „კომლი“ აერთიანებს ისტორიულ სახლს, აგრომეურნეობას, ჩაის კულტურას, ადგილობრივ გასტრონომიასა და სტუმართმასპინძლობას. ეს არის სივრცე, სადაც ტურიზმი, განათლება, კულტურული გაცვლა და სოფლის განვითარება ერთ გამოცდილებად იქცევა.
„კომლის“ მთავარი მიზანია ადამიანებს ბუნებასთან, კულტურასთან და ნამდვილ ადამიანურ ურთიერთობებთან კავშირის დაბრუნება. აქ სტუმარი არ არის მხოლოდ დამსვენებელი – ის ხდება ოჯახის, სოფლისა და ადგილობრივი ცხოვრების ნაწილი. შეუძლია ჩაერთოს ჩაის კრეფასა და დამუშავებაში, დააგემოვნოს ადგილობრივი პროდუქტი, გაეცნოს გურულ კულინარიას, სოფლის ყოველდღიურობასა და ტრადიციებს.
„კომლის“ უნიკალურობას ქმნის 120-წლიანი ისტორიული ოდა სახლი და ოჯახის 200-წლიანი ისტორია, რომელიც დღემდე ცოცხლობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქ სტუმარი ეცნობა გურიის ჩაის კულტურასა და „ჩაის გზას“, ფერმიდან-მაგიდამდე გასტრონომიულ გამოცდილებას, გურულ პოლიფონიასა და ადგილობრივ ტრადიციებს. სივრცე ასევე მასპინძლობს მოხალისეობრივ და კულტურული გაცვლის პროგრამებს, ხოლო მისი საქმიანობა ეფუძნება ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან მიდგომებს ორგანულ მეურნეობას და ქიმიური პესტიციდების გარეშე წარმოებას. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის გამოცდილებას, რომელიც სტუმარს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ მოინახულოს გურია, არამედ გახდეს მისი ისტორიის, კულტურისა და ცხოვრების წესის ნაწილი.

მოგვძებნეთ მობილურით

დაასკანერე მობილური ტელეფონის კამერით QR კოდი და მიიღე ლოკაცია

პრაქტიკული ინფორმაცია

სამუშაო დღეები

მთელი კვირა

სამუშაო საათები

24 საათი

ენები

ქართული, ინგლისური, რუსული

გადახდა

ნაღდი ანგარიშსწორება, გადარიცხვა, ბარათით გადახდა

დამატებითი სერვისები

მასტერკლასი სადეგუსტაციო სივრცეში, ჩაის კრეფის გამოცდილება.

პროდუქტები და სერვისები

ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ოზურგეთის LAG. ვებსაიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ოფიციალურ შეხედულებებს.

© 2026 ოზურგეთის ტურისტული გზამკვლევი